ანა დოლიძე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ჩემო კარგო ხალხო, მინდა შეგატყობინოთ რომ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის საქართველოში. ახლა როდესაც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს ჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება რომ მივიყვანოთ ბოლომდე. ამიტომაც გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement და ქართული ოცნება / Georgian Dream ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის. მე და Naẓi Janezashvili მხოლოდ ყველა თქვენთანაგის მხარდაჭერით თუ გამოგვივა რამე.- წერს ანა დოლიძე

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი : ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
შემდეგი სტატიაგვსურს ვიხილოთ მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების წარმოების კუთხით – სტოლტენბერგი