“საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს”

„გადავწყვიტოთ, გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, – ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე ახალ მინისტრზე: იმედი მაქვს, რომ ის კარგად გაართმევს თავს და წინასწარ ნუ ვიქნებით მკაცრი შემფასებლები, ვნახოთ
შემდეგი სტატიაგვარამია მარგველაშვილზე: გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი