გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი – ჩუგოშვილი

გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი – აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და არასერიოზულად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ, უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერი ზაზა სარალიძესთან ერთად აქციაზე მდგომ პოლიტიკოსებსაც.
“როდესაც პარტიები ამბობენ, მოვდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირობებზეო, ეს უკვე ყველაფრის მიღმა არის. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს სერიოზულად დაელაპარაკოს, ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ, მაშინ იმ ხალხის მხრიდანაც სერიოზული დამოკიდებულება უნდა იყოს.
ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ. დანარჩენი, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მე არ ვამბობ პირველ დღეს გამართულ აქციაზე, არამედ გუშინ რაც ხდებოდა ქალაქში, მათ შორის, სახალხო დამცველის შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია და მიხარია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრათ შესაბამის პირებს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა

banner
წინა სტატიაშიმერიამ ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაამატა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურა განიხილება