მერიამ ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაამატა

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ფეიქრების ქუჩაზე – ცეცხლი ავტომობილების მეორადი ნაწილების მაღაზიებს გაუჩნდა
შემდეგი სტატიაგუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი – ჩუგოშვილი