მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით “კურიერი” ავრცელებს.
ნათია მეზვრიშვილი პროკურორის თანამდებობაზე 2007 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა.
2017 წელს კი მას შემდეგ, რაც შს მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა, მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.