გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე 350 ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა უდიდეს უმრავლესობას პარტაქტივი წარმოადგენდა.

კობახიძის თქმით, ორშაბათს, 29 აპრილს გაიმართება შეკრება, სადაც „ქართული ოცნება“ ათი ათასობით მხარდამჭერს ელოდება.

„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ანუ, 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი. აქედან გამომდინარე, უჭირთ ადამიანების შეკრება და ა.შ. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე მოსმენის დროს ისინი შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით 10 ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს ,ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი – კობახიძე
შემდეგი სტატიახალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული – კობახიძე