ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული – კობახიძე

ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არსებითად არიან ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებული და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, „ენჯეოები“, ასევე სალომე ზურაბიშვილი.

„მაგალითად, იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, დღეს ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ასევე „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა საზოგადოებაში. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიტიკურად მთლიანად დისკრედიტებულია ხალხის თვალში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ხალხის სახელით საუბრის მანდატი 2020 წელს მიენიჭა.

„ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როცა მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60 პროცენტს. მარტში გვქონდა 61 პროცენტზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ, ეს რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60 პროცენტზე მეტი რეიტინგი და 10 და 15-პროცენტიანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოვგიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, სად დგას სინამდვილეში ხალხი.

ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული. ქართველი ხალხის მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, 29 აპრილს გასამართი ღონისძიება. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველას, მიიღონ მონაწილეობა ამ შეკრებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი – კობახიძე
შემდეგი სტატიაგავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ბოლომდე რომ გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი – კობახიძე