9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი – კობახიძე

როგორც კი დაანონსდა 29 აპრილის შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ, რომ ასი ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. საჯარო მოხელეების რაოდენობა რამდენია, ესეც არ იციან, აქ იქნებიან ჩვენი მხარდაჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას არ აყენებს და ამასვე ითხოვს მათგან.

„ჩვენ, არც ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან, კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებულები. ახალგაზრდების ნაწილიც არის დიმა ჩიქოვანია მიერ დაფინანსებული. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. ამას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. აქვს ადამიანს არჩევანი და რაც უნდა გააპროტესტოს, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრებია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა, არც გულწრფელად გამოსულებისთვის და არც პარტაქტივისთვის. 9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკრამონი კობახიძეზე: კანცლერის კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, არ მოვტყუვდებით
შემდეგი სტატიაგუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი – კობახიძე