,,გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ – იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი ცოტა უკან ჩაწეული აქვს”

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში პატიმარ ვანო მერაბიშვილთან იმყოფებოდა და შს ყოფილი მინისტრი პირადად მოინახულა.

მიტროპოლიტის თქმით, ვანო მერაბიშვილი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას არ გამოთქვამს.

„გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ – იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული. მან თქვა, რომ თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად, ცხადია, რომ თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი. ის უკმაყოფილო არ არის, თქვა რომ ციხეში კარგად ექცევიან“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

banner
წინა სტატიაშიიცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა – სააკაშვილი ,,გირჩის” და ,,ოცნების” კავშირზე საუბრობს
შემდეგი სტატიაახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზის აზრით, ვანო მერაბიშვილი უცხოეთში უნდა გაიგზავნოს