იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა – სააკაშვილი ,,გირჩის” და ,,ოცნების” კავშირზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ გაერთიანება ,,გირჩთან” დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილთან კავშირში ამხელს.

,,ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.
კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ,რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას,ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ,სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა,სამწუხაროდ,ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები,ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთერთი მფლობელი.რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული “გირჩი” არ მოევლინა.
“იდეურ განსხვავებებს” ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო,ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ”- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეზე ზეწოლა და გავლენების გამოყენება – გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატია,,გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ – იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი ცოტა უკან ჩაწეული აქვს”