ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზის აზრით, ვანო მერაბიშვილი უცხოეთში უნდა გაიგზავნოს

დავით კოდუა, ლაურა ღაჭავა, ვანო მერაბიშვილი - მათემატიკის ინსტიტუტის შავი ჭირი!

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის აზრით, აუცილებელია, რომ ვანო მერაბიშვილი უცხოეთში გაიგზავნოს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს.

როგორც ჟურნალისტებს მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა, მან შს ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მოინახულა და მისი მდგომარეობა საკმაოდ შემაშფოთებელია.

გარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვებული დიაგნოზისა, მიტროპოლიტის ინფორმაციით, მერაბიშვილს ასევე ხელხემლის მალების პრობლემაც აწუხებს. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოეთში უნდა შეფასდეს.

„პერიოდულად დავდივარ მოსანახულებლად და გუშინ რომ მოვისმინე მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ძალიან შევშფოთდი და შევედი სპეციალურად, რათა გამერკვია, მართალი იყო თუ არა გუშინ რაც თქვეს. რაც ითქვა გუშინ ყველაფერი არის ზუსტად ისე. მას ამ წუთას ფიზიკური ჩივილები არ აქვს გარდა იმისა, რომ თვალი აქვს დაპატარავებული და სიღრმეშია ჩაწეული. ის ვერ იკურნება. მის მიმართ დანიშნული მკურნალობა არის არაეფექტური. დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი და არც თვითონ და არც არავინ იცის, რას ნიშნავს ეს. 2 თვეა მკურნალობს და არავითარი ცვლილება არ არის, ამიტომ თვითონაც შეშფოთებულია. უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივის, რადგან საუკეთესო ექიმებმა გასინჯეს კლინიკაშიც, თუმცა დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ჩემი აზრით და ასევე თავად ვანო მერაბიშვილის აზრით, აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება, რათა დაუდგინონ რა სჭირს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლზმა და აქვე დასძინა, რომ შს ყოფილ მინისტრს ხელხემალზე აქვს სამი თუ ოთხი მალის თიაქარი, რაც ასევე შემაწუხებელია.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ასევე ვანო მერაბიშვილის ფიზიკურად დასუსტებაზეც საუბრობს.

„ფიზიკურად რა თქმა უნდა, დასუსტებულია. თავიდან ვარჯიშობდა და ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაში,,გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ – იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი ცოტა უკან ჩაწეული აქვს”
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ში იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა