გურჯაანში ოპოზიციის და სამართალდამცველების დაპირისპირება მოხდა (+video)

გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.

ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია. ოპოზიციის არმომადგენლებმა იმ ავტობუსის გადაბრუნება სცადეს, რომელსაც გზა ჰქონდა ჩახერგილი. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნიკა მელისა და საპატრულო პოლიციის უფროს ნიკა კუპატაძეს შორის.

გურჯაანში კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ფიცს ახალ კონსტიტუციაზე დადებს
შემდეგი სტატია,,ყველას მოვუწოდებ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, რათა ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში”