სალომე ზურაბიშვილი ფიცს ახალ კონსტიტუციაზე დადებს

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე ფიცს ახალ კონსტიტუციაზე დადებს. ამის შესახებ განცხადება, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა.

ლაშა ჟვანიასვე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრებს.

ლაშა ჟვანია სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ფიცის დადების შემდეგ ათონელის რეზიდენციაში გააგრძელებს მუშაობას იმის მიუხედავად, რომ ჯერ სასახლეში პრეზიდენტის ფლიგელი არ არის დასრულებული.

ათონელის სასახლის ნაწილი უკვე დასრულებული არის, საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ არ არის, რამდენიმე თვე დასჭირდება ამას, მაგრამ ადმინისტრაციულ ნაწილში პრეზიდენტი მშვენივრად იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის სამუშაო პირობები არის. ლაშა ჟვანია აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ადმინისტრაციის მუშაობის სტრუქტურა იცვლება.

„რომც არ შეცვლილიყო ეს ყველაფერი, ახალ პრეზიდენტს ყოველთვის აქვს თავისი ხედვა, როგორ დააკომპლექტოს და რა მიმართულებებზე ამუშაოს თავისი რეზიდენცია. ეს მუდმივი პროცესია და ყოველთვის ნებისმიერ სახელმწიფოში, პრეზიდენტის ცვლილების დროს ასე ხდება. ჩვენ გვექნება 100-ზე მეტი და არა 140 საშტატო ერთეული, არამედ იქნება სამოცი საშტატო ერთეული და ამ 60 საშტატო ერთეულში რაღაცნაირად ჩავეტევით და შევძლებთ ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. რაც შეეხება გათავისუფლებას, ეს არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეს იქნება კანონის სრული დაცვით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში – ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს
შემდეგი სტატიაგურჯაანში ოპოზიციის და სამართალდამცველების დაპირისპირება მოხდა (+video)