,,ყველას მოვუწოდებ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, რათა ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში”

ყველას მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, ვუსმინოთ და დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, რათა ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. დღეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, იმისთვის, რომ ზეიმმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ყველას, ვისაც ექნება პროტესტის გამოხატვის სურვილი, გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული. ყველას მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, ვუსმინოთ და დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, ეს არის მთავარი, რომ ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში, ვიზეიმოთ ინაუგურაცია და გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე, ჩაივლის მშვიდ გარემოში, ისე, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული. სამწუხარო შემთხვევებს და პროვოკაციებს თუ ექნება ადგილი, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ოპოზიციის და სამართალდამცველების დაპირისპირება მოხდა (+video)
შემდეგი სტატიაგომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს, წამოვედით გურჯაანის გავლით და აქ გზა დაგვხდა ჩახერგილი – ეს პროვოკაციაა, რაზეც მოდის ხელისუფლება