გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად დაკავებული დავით კირკიტაძე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას ვუცხადებ. ის დაინტერესებული მხარეა, მაგრამ მზად ვარ, სასამართლოსთან ვითანამშრომლო“, – განაცხადა პროცესზე დავით კირკიტაძემ.

ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, გურჯაანში, სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით, 17 დეკემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ – ოპოზიცია მათ დარბაზიდან გაშვებას ითხოვს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ოკუპაციისა და სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევის გარშემო უნდა გაერთიანდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა