დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ – ოპოზიცია მათ დარბაზიდან გაშვებას ითხოვს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული ოპოზციიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე. თუმცა სასამართლოზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რადგანდ აცვის მხარე გზაზე არსებული შეფერხებების გამო აგვიანებს.

სასამართლო დარბაზში იმყოფებიან სამართალდამცავები. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამარათალდამცავები რომლებიც სასამართლო დარბაზში იმყოფებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან და ამის გამო დარბაზში კირკიტაძის ნათესავები და ის დეპუტატები ვეღარ შედიან, რომლებიც მას თავდებში უდგანან. ოპოზიციის წარმომადგენლები სუს-ის თანამშრომლების დარბაზიდან გაშვებას მოითხოვენ.

ასევე სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული სასასამართლოს მიდმებარე პერიმეტრზე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავას და კირკიტაძის ძმას სასამართლო დარბაზში არ უშვებენ
შემდეგი სტატიაგურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს