გურიაში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ბათუმში, 6
მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან
მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე
მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშიტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაკოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის – 8 ტონა კოკაინი დააკავეს