კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის – 8 ტონა კოკაინი დააკავეს

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის – 8 ტონა კოკაინი დააკავეს. სპეცოპერაცია პანამის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ტურბოში ჩატარდა.

ნარკოტიკული საშუალებები ბანანის პლანტაციაში იყო დამალული და ის, გამოძიების ვარაუდით, ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. პოლიციამ 3 ეჭვმიტანილიც დააკავა, კიდევ 3-მა კი მიმალვა შეძლო.

ეს კოლუმბიის ტერიტორიაზე სამართალდამცველების მიერ ამოღებული კოკაინის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

banner
წინა სტატიაშიგურიაში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი…ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ”