გურამ ჩალაგაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

გურამ ჩალაგაშვილმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” გურიის კურატორი იყო, პარტია დატოვა და გიორგი ვაშაძის გუნდს შეუერთდა.

ჩალაგაშვილი პარტიის დატოვების საფუძვლად იმ მიზეზს ასახელებს, რომელიც გიორგი ვაშაძემ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის ბესო ქათამაძის გამარჯვება ჩალაგაშვილის სახელს უკავშირდება.

_ მე ბესოს წინაშე მქონდა ვალდებულება აღებული და ის შევასრულე. წინასაარჩევო პერიოდში პარტიას ვერ დავტოვებდი. ჩემი მოვალეობა შევასრულე და წამოვედი, _ გვითხრა ჩალაგაშვილმა, რომელიც ახლა ვაშაძის დასახვედრად ემზადება და ჩოხატაურში ახალი პარტიის ოფისს ამზადებს.

“გურია ნიუსი’

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნატო-ში მიღება ევროპულ უსაფრთხოებაზე დარტყმა იქნება და კოლოსალურ რისკებს შექმნის
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე