საპროტესტო აქცია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე

xurcha1კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც შოთა მესხიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეურთდნენ, სოფელ ნაბაკევში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გააპროტესტეს და მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტუდენტები საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს მომხდარზე მკაცრი რეაგირებისაკენ. მათ ადგილი, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

შეგახსენებთ 19 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მძიმე ჭრილობების გამო ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.

 

 

xurcha2xurcha45

banner
წინა სტატიაშიგურამ ჩალაგაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა
შემდეგი სტატიახურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბინა გადაეცემა