საქართველოს ნატო-ში მიღება ევროპულ უსაფრთხოებაზე დარტყმა იქნება და კოლოსალურ რისკებს შექმნის

საქართველოს ნატო-ში მიღება ევროპულ უსაფრთხოებაზე დარტყმა იქნება და კოლოსალურ რისკებს შექმნის

nato-gurshenkoსაქართველოს ნატო-ში მიღება ევროპულ უსაფრთხოებაზე დარტყმა იქნება და კოლოსალურ რისკებს შექმნის. ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრ გრუშკომ “მოსკოვი-ბრიუსელის” ტელეხიდის დროს განაცხადა.

“ვფიქრობ, ნატო საღი გონებით იხელმძღვანელებს, რადგან საქართველოს ნატო-ში მიღება ეს არის დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე, ეს არის კოლოსალური რისკები ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის”, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.

ამავე დროს, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალიანსი სამხედრო აქტივობას ზრდის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ინტერესების სფეროა.

“აშკარაა, რომ ნატო აგრძელებს სამხედრო აქტივობის გაზრდას რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასიცოცხლო ინტერესებს უშუალოდ ეხება. ეს არის ევროპის უსაფრთხოების სფეროში ვითარების გაუარესებისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯი”, – აღნიშნა გრუშკომ.

ამასთან, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალიანსში ვარშავის სამიტისგან სიურპრიზებს არ ელის, თუმცა ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკებს არ გამორიცხავს.

“ვფიქრობ, ჩვენთვის რამე დიდი სიურპრიზი სამიტზე არ იქნება. ნატო-მ უკვე განსაზღვრა დიალოგი და პოლიტიკა, რომელიც იქნება ჩადებული ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, გასაგებია სამხედრო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელიც შესაძლოა იქნას მიღებული ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგთან დაკავშირებით. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რადიკალების ზეწოლით შეიძლება, გაჩნდეს რამე დამატებითი ზომები. ეს უკვე შექმნის არსებით დამატებით რისკებს ევროპული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში 57 მაფიოზი დააკავეს
შემდეგი სტატიაგურამ ჩალაგაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა