გუგული მაღრაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვენი ტკივილია

გუგული მაღრაძე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ სუფევს ის სიტუაცია, რაც ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარებისთვის იქნება კარგი.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვენი ტკივილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნამდვილად არ არის ისეთი ორგანო, რომელიც უნდა ყავდეს თავისი შემადგენლობით დღევანდელ საქართველოს. ის ატმოსფერო რაც სუფევს იქ ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი და კარგი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარებისთვის. მაგრამ, ჩვენ რაკი ავიღეთ ის პოზიცია, რომ არ ვერევით და არც ჩავერევით, თვითონ მოსამართლეებს ვაცდით, სანამ თვითონ მოსამართლეები მივლენ იმ აზრზე, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომელსაც საზოგადოება ენდობა. თუკი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა თანდათან არ გაუმჯობესდა, სასამართლოს მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ იქნება. ვთვლი, რომ სასამართლლოს საზოგადოების ნდობა ძალიან სჭირდება”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: “ამ პასუხს ველოდი სწორედ – პროკურატურამ ვიდეოებს ვერ ვინახავთ ერთი წელიო”