ალეკო ელისაშვილი: “ამ პასუხს ველოდი სწორედ – პროკურატურამ ვიდეოებს ვერ ვინახავთ ერთი წელიო”

ალეკო ელისაშვილ

DOKთბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურისგან მიიღო პასუხი, რომ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩამწერ მოწყობილობას, არ აქვს შესაძლებლობა, ვიდეომასალა ერთი წლის ვადით დააარქივოს.

“ამ პასუხს ველოდი სწორედ – პროკურატურამ ვიდეოებს ვერ ვინახავთ ერთი წელიო. 2014 წელს პროკურატურაში ჩემი შესვლის შესახებ საშვების მონაცემები და შენობაში გადაადგილების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები მომაწოდეთ–თქო, ოფიციალურად მივმართე ამასწინ. ეს ვიდეოები მარტივად დაამტკიცებდნენ, იმას რომ მე და გიორგი გოგაძე ნამდვილად ვიმყოფებოდით მთავარი პროკურორის კაბინეტში, მაგრამ ზუსტად ვიცოდი მიპასუხებდნენ ვიდეოებს არ ვინახავთო. ერთი პატარა სერვერი უნდა ამ ჩანაწერების შენახვას არადა…

ჰოდა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა კეზერაშვილის მაღალჩინოსნის ირაკლი შოთაძის პროკურატურაში ასეთი პასუხი გამოაცხვეს. სამარცხვინო დუქანია პროკურატურა, თან რამხლა თანხა გვიჯდება ამ არაფრისმაქნისი დაწესებულების შენახვა”, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვენი ტკივილია
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი პოლიციელის დედა ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს