“თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

1415715394_demokratebiბათუმის საკრებულოს ფრაქცია – “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ფრაქციაში მიიჩნევენ, ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.

“ბათუმის ბულვარის გარშემო მიმდინარე პროცესები საზოგადოებაში, ბათუმელებში საპროტესტო განწყობებს იწვევს. საზოგადოების მთავარი ინტერესი ობიექტური ინფორმაციაა, რომელიც ხელოვნურად დაფარულია. სწორედ ამიტომ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ვაცხადებთ, რომ: 1. ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები არის მე–3 კლასს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა, ამ დონის მშენებლობა კი საქართველოს კანონმდებლობით ითვალისწინებს ბათუმის მინიციპალიტეტის (როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს) აუცილებელ ჩართულობას. აქედან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნდა მოეწვია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო უნდა ჩართულიყო სამშენებლო ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რაც არც სააგენტოს და არც მერიის მიერ არ განხორციელებულა. 2. ბულვარის ტერიტორია არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელიც უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა სსიპ “ბათუმის ბულვარს”. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გაცემისას უნდა ჰქონოდა მესაკუთრის –ბათუმის მერიის თანხმობა, სააგენტომ კი ბათუმის მერიის თანხმობის გარეშეგასცა აღნიშნული მშენებლობის ნებართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ფრაქცია მიმართავს ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, რომ გაცემული ნებართვები ბათილად გამოცხადდეს. “დაუყოვნებლივ დაიწყეთ და გაატარეთ შესაბამისი სამართლებრივი ზომები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ არაერთგზის დარღვეულ იქნა მესაკუთრის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, შესაბამისად საზოგადოების ინტერესები, რის გამოც, მოვითხოვთ შეწყვიტოთ სსიპ “ბათუმის ბულვართან”გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულება, რითაც ბულვარი დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს. ამ საკითხთან მიმართებით, არსებობს საკრებულოს 2014 წლის 24 აპრილის განკარგულება (№81), რომლის შესაბამისადაც ბათუმის მერიას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება უზურფუქტის ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით, ან, არა აქვთ წარმოდგენა ნამდვილ მოტივებზე და მიზნებზე. მოლაპარაკებებში საეჭვოდ აქტიურობს მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისიც მარიონეტად, განტევების ვაცად არის გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ ქმედით გზად რჩება საზოგადოების მხრიდან მტკიცე პროტესტის გამოხატვა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დროული ჩართვა მოვლენების არასასურველი სცენარით წარმართვის თავიდან ასაცილებლად. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე და მთავრობისადმი ნდობის უკიდურესად დაბალი ხარისხის პირობებში, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზიც გახდეს”, – ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვენი ტკივილია