ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ცნობილი პირები დაესწრნენ.

მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 14:00 საათზე ქართველ მწერალი ტაძრიდან გამოასვენეს.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

banner
წინა სტატიაშიასადი ხაჯიმბას მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაგუდაუთაში მამაკაცს სამი სახის იარაღიდან ესროლეს