გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელინი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე რჩება და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ​ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება
შემდეგი სტატიატყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ