მეტროსადგურ „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ​ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის („ბავშვთა სამყაროსთან“) ​ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, პრეცედენტულია და მომავალშიც დაგვეხმარება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა