პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათი გუნდი ლგბტ პროპაგანდის თემაზე დაანონსებული კანონპროექტის განხილვაში აუცილებლად ჩაერთვება.
“განხილვის პროცესში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით. ნებისმიერი პროპაგანდა არის ცუდი, ხოლო ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კიდევ უფრო ცუდი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში მიმდინარე კვირას დაარეგისტრირებს.