გრიგოლეთში 3 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

გრიგოლეთში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ხანძარი სამ საცხოვრებელ სახლს მოედო.

მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, რომლებმაც შეტყობინებაზე დროული რეაგირება მოახდინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიადღეს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021″ გაიხსნება