გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს კრისტიან ურსეს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ყურადღება რუსეთის მიერ განახლებულ ბორდერიზაციაზე გამახვილდა. საუბარი ასევე შეეხო დავით კირკიტაძის თემას, რომელიც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია.

„რუსეთის ფედერაციამ ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული თუ არა, ასეული მეტრით გადმოწია საზღვარი. ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები, პირადი ქონება, ადამიანები ვერ მიდიან თავის სავარგულებთან.

მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, ეს არის დავით კირკიტაძის საკითხი, რომელიც ფაქტიურად პოლიტპატიმარია და მძევალი არის ამ ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ამაში უკიდურესად აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანი ციხეში არ იყოს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“სამწუხარო ფაქტია” – მათიკაშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი : ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო