“სამწუხარო ფაქტია” – მათიკაშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი, სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

დეპუტატი მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ფაქტის დროული გამოძიება უნდა მოხდეს.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, დაწყებულია შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები. იკითხებიან ის ადამინები, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ასეთი რაღაც არ მინახავს, მაგრამ არის ამის შესახებ განცხადება, არის ამის შესახებ მოკვლევა და გამოძიება. რა თქმა უნდა, თვითონ სამწუხარო ფაქტია. ჩემი აზრით, პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და ექნება განსხვავებული აზრი“ – გოცირიძე ბესელიას საქმეზე
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს კრისტიან ურსეს შეხვდა