ივანე მაჭავარიანი : ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო

ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევაა, როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას.

„ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო. შესაძლოა, ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში, ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები, თუმცა საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში პრაქტიკულად სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი, როგორც ტექნოლოგიურად ,ისე პროცესებით. მთავარი გამოწვევა დარჩება მაინც იმ მიმართულებით, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველ იანვარს ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს კრისტიან ურსეს შეხვდა
შემდეგი სტატია,,პროგრესი უნდა გავზომოთ ორი კრიტერიუმით, რამდენად სწრაფად ვამარცხებთ სიღარიბეს და რამდენად წინ მივიწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში”