გრიგოლ ვაშაძე: მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას

“მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას”, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უკრაინიდან ელჩის გამოწვევას.

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობის მწვავე რეაქციას კრიტიკულად აფასებს. “ენმ”-ის ლიდერის შეფასებით, ელჩის გამოწვევა „ბავშვური საქციელია“, რაც ხელისუფლების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და დაუფიქრებლობა… ბავშვებივით არიან – გაიწვიეს ელჩი, ჩვენ ვეცდებით შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული კავშირი და მეგობრული ურთიერთობები და შემდგომ მომავალში ავანაზღაუროთ დანაკლისი. შესანიშნავად გამოჩნდა უკრაინის ხელისუფლება და სამარცვინოდ საქართველოსი, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდრო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ხელისუფლება ემსგავსება წარსულის გადმონაშთს და სულ უფრო იძირება თანამედროვე კომუნისტებისა და კომკავშირლების მიერ წარმოქმნილ პოლიტიკურ ჭაობში