კახა მიქაია: ხელისუფლება ემსგავსება წარსულის გადმონაშთს და სულ უფრო იძირება თანამედროვე კომუნისტებისა და კომკავშირლების მიერ წარმოქმნილ პოლიტიკურ ჭაობში

უფრო სოციალისტურ-კომუნისტურ სტილში უნდა დაეწერათ და გაეგზავნათ ზელენსკისთვის წერილები და შეტყობინებები საქართველოდან!
მაგალითად, ასე:

ჩვენ, ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მშრომელი გლეხობა და მუშათა კლასი, კატეგორიულად მოვითხოვთ თქვენგან, ამხანაგო ზელენსკი, არ დანიშნოთ არცერთ თანამდებობაზე ბრალდებული სააკაშვილი!
მის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!!!

მართალია, ჩვენ ვერ შევძელით მისი დაპატიმრება, მაგრამ დღეს თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი მისი დაპატიმრების და ვირის აბანოში ჩაყუდების!!!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აღასრულოთ თქვენთვის დაკისრებული ისტორიული მისია, რათა პირნათელი წარსდგეთ მადლიერი შთამომავლობის წინაშე!!!

ახლა კი …

სააკაშვილის უკრაინაში პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა, რა თქმა უნდა, პრობლემებს შეუქმნის ,,ქართულ ოცნებას” საქართველოში, თუმცა, არა ისეთს, როგორიც გარკვეულ პოლიტიკურ ლიდერებს წარმოუდგენიათ!

ფაქტია, პრობლემა არა სააკაშვილშია, არამედ ქართულ ხელისუფლებაში, რომელიც თანდათან სულ უფრო ემსგავსება წარსულის გადმონაშთს და სულ უფრო იძირება თანამედროვე კომუნისტებისა და კომკავშირლების მიერ წარმოქმნილ პოლიტიკურ ჭაობში!!!

ხოლო რაც შეეხება საქართველოს მიერ უკრაინიდან ელჩის გამოწვევას კონსულტაციებისათვის, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას დიპლომატიურ ასპარეზზე და კიდევ უფრო სავალალოს და სასაცილოს ხდის ხელისუფლების ისედაც შელახულ
იმიჯს!-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას
შემდეგი სტატიაშსს 9 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს