დავით ბერძენიშვილი: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდრო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„რესპუბლიკურ პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ელჩის გამოწვევით ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, მისივე თქმით ზელენსკის განცხადებებით ჩანს, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინაში უფრო აფასებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდრო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი. სრულიად არაადეკვატური იყო მისი გადაწყვეტილება. ზელენსკი უფრო აფასებს საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ჩანს, ვიდრე საქართველოს ხელისუფალი, ივანიშვილი და მისი ქვეშევდგომები“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: სააკაშილის პოსტზე დანიშვნა უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება საქართველოს არ აქვს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას