“გორში სასულიერი პირი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საარჩევნო უბანზე სასულიერი პირი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. გარდა ამისა ბასიშვილი სარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის შემთხვევებზეც საუბრობს.

“ტყვიავის უბანი, ასევე ბნავისის უბანი მოგვიანებით გაიხსნა და დალუქულიც არ იყო ყუთი. საარჩევნო კომისიას უკვე მივმართეთ. ასევე სოფელ სათემოში ჩვენ წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე და მხოლოდ ჩარევის შემდეგ მიეცათ მათ შესვლის საშუალება. გარდა ამისა, გარკვეულ უბნებზე დაფიქსირდა აგიტაცია ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ”- განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს” – მღებრიშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაარჩევნები მარნეულში – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დარღვევებზე საუბრობს