არჩევნები მარნეულში – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დარღვევებზე საუბრობს

მარნეულის რაიონის საარჩევნო ოლქში უკვე 3 საჩივარი შევიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი თამარ ავალიანი სოფელ აზიზქენდის მეთოთხმეტე საარჩევნო უბანზე აგიტაციის ფაქტებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მარკირების პროცედურები არასწორად მიმდინარეობს, ასევე საარჩევნო უბანზე ადგილი აქვს აგიტაციას.

ამ დარღვევებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მმართველ გუნდს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მან სამჯერ მიმართა საოლქო კომისიას, საჩივრის დარეგისტრირება კი მხოლოდ მესამე ზარის შემდეგ მოხდა.

ამ განცხადებას უკვე უპასუხა მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსლან გაჩიევმა, რომელიც ხმას სწორედ ამ საარჩევნო უბანზე აძლევდა. მისი განცხადებით, მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით და უარყოფს ამ ფაქტებს.

სიმშვიდისა და კანონის დაცვას მოითხოვს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი.

banner
წინა სტატიაში“გორში სასულიერი პირი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა”
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: ცესკომ ამომრჩევლები სიიდან უკანონოდ ამოიღო