გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში.

ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თვითმხილველთა თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი – გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მე არ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს მიმდინარე წელს არჩევნებში
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა