გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ომის დროს დაღუპულ გმირთა პატივისცემა ყველა ადამიანის მოვალეობაა.
“ჩვენ ყველას გვახსოვს, რა მოხდა 8 წლის წინ საქართველოში. განსაკუთრებულად დაზარალდა გორი და გორის რაიონი. მნიშვნელოვანია იმ გმირების დაფასება და მათი საკითხის უკვდავყოფა, რომლებიც ომში დაიღუპნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობამ იცოდეს მათი ღვაწლი და მათი სახელი, – განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გეგმავენ სოფელ შინდისში ჩასვლას და იქ არსებული მემორიალის ყვავილებით შემკობას.