პოლიტიკური დევნა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ

ლეიბორისტული პარტიის პრეს ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პარტიის ორგანიზებული დევნა. ხელისუფლება დევნის იმ ბიზნესმენებს რომლებიც აფინანსებენ პარტიას, და არა მხოლოდ დევნის, არამედ ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით ქმნის სცენარს რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოახდენენ ლეიბორისტული პარტიის დისკრედიტაციას და შესაძლებლობა ექნებათ მთლიანი პარალიზებასაც კი. საქმე ეხება ბიზნესმენ ედუარდ კვარაცხელიას, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელია.

მას ციტრუსის დიდი პლანტაციები აქვს დასავლეთ საქართველოში და მისი კომპანია ქართულ ციტრუსს ყიდის ექსპორტზე საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთშიც. როგორც ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ აღნიშნულ ბიზნესმენზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენს რომ მან მისცეს ცრუ ჩვენება, თითქოს მის მიერ რუსეთში გაყიდული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი არ არის მხოლოდ ბიზნესიდან მიღებული თანხა არამედ თითქოს მასზე დამატებულია რუსეთის ხელისუფლებიდან ლეიბორისტული პარტიის დასაფინანსებელად გამოყოფილი თანხა და მას კვარაცხელიას კომპანიაზე აწყობილი სქემით აწვდის ლეიბორისტულ პარტიას.

კერძოდ სქემა ასეთია: თითქოს რუსეთის ხელისუფლება ფულს აძლევს რუსულ სავაჭრო კომპანიას რომელიც შემდეგ კვარაცხელიადან ყიდულობს ციტრუსს, ხოლო შემდეგ ეს რუსული სავაჭრო კომპანია გაყიდული პროდუქციის ფულთან ერთად საქართველოში რიცხავს რუსეთის მთავრობის ფულს კვარაცხელიას კომპანიაზე და ეს მთლიანი გადარიცხვა გასაღებულია ბიზნესიდან მიღებულ შემოსავლად, არადა თითქოს ეს არის რუსული მთავრობის ფული რომლითაც მერე კვარაცხელია აფინანსებს ლეიბორისტულ პარტიას, სინამდვილეში კი გამოდის რომ ამ სქემით თითქოს რუსეთი აფინანსებს ლეიბორისტულ პარტიას. მთელი ეს გეგმა შეიმუშავა პროკურატურამ და შემდეგ კვარაცხელია დაიბარეს და მოსთხოვეს რომ დაედასტურებინა რომ თითქოს ეს მართალი იყო. სანაცვლოდ მას დაპირდნენ თავისუფლად მუშაობას და ხელშეუხებლობას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ბიზნსის გაჩერებით და ციხეში გაშვებით.
როდესაც ეს ყველაფერი ბიზნესმენმა კვარაცხელიამ აცნობა ლეიბორისტულ პარტიას, პარტია თავის მხრივ დაუკავშირდა პროკურატურის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს და მოსთხოვა ახსნა განმარტება და ზეწოლის შეწყვეტა. თუმცა პროკურატურამ ლიებორისტულ პარტიას განუცადა რომ არანაირი ასეთი შეთავაზება კვარაცელიაზე არ მომხდარა, და თითქოს გამოძიება არის მხოლოდ კვარაცხელიას ბიზნესის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მოვლენები ასე განვითარდა, კვარაცხელიას კომპანიის აქტივები დაყადაღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მცირე ხნიანი აუდიტის შემდეგ. ოფიციალური მიზეზი იყო გადასახადების არასწორი დეკლარირება და გადასახადების გადაუხდელობა.
“თაიმერი” დაუკავშირდა პროკურატურას სადაც ვეცადეთ გაგვერკვია საქმის ვითარება. ჩვენ დაგვაკავშირეს პროკურორ ვინმე მანუჩარ ცაცუას ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რომელსაც ეხებოდა კვარაცხელიას საქმის გამოძიება. ცაცუამ განგვიცხადა რომ არანაირი შეთავაზება ან მოთხოვნა ცრუ ჩვენების მიცემაზე (ან რაიმე რუსეთთან დაკავშირებით) კვარაცხელიას მიმართ არ განხორციელებულა. კვარაცხელიას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება მისი ბიზნესის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით და იგიც მხოლოდ ამ საკითხზე იყო დაბარებული. ჩვენს შეკითხვაზე რომ როდესაც ხდება ოპოზიციური პარტიის დამფინანსებელი ბიზნესმების პროკურატურაში დაბარება და მასზე საქმის აღძვრა არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა, მით უმეტეს როდესაც ლეიბორისტული პარტია აშკარად მიანიშნებს დევნაზე, პროკურორმა განგვიცხადა რომ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება იმუნიტეტი არ არის და თუ რომელიმე კომპანიას ექნება ფინანსური დარღვევები და საგადასახადო ვალდებულებები, მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ჩვენ ვესაუბრეთ აგრეთვე ბიზნესმენ ედუარდ კვარაცხელიას რომელიც აცხადებს რომ პროკურატურის მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე, რაზე არ დათანხმების გამოც დაიწყო მისი დევნა და მისი ბიზნესის დაყადაღება. სწორედ ამ შეთავაზებაზე ვარის თქმის შემდეგ შევიდა მასთან შემოსავლების სამსახური და არა პირიქით. კვარაცხელია ამბობს რომ თუ მართლა გადასახადების დამალვაზე იყო საქმე ჯერ შემოსავლების სამსახური უნდა შემოსულიიყო კომპანიაში და მერე გადასულიყო საქმე პროკურატურაში იმის მიხედვით თუ რა სიმძიმის იქნებოდა დარღვევა და არა პირიქით. აქ ჯერ პროკურატურა ჩაერია და შემდეგ მოხდა შემოსავლების სამსახურის შემოსვლა კომპანიაში, მას შემდეგ როდესაც პროკურატურის გარიგებაზე ვარი მიიღეს. თუმცა დარღვევები მხოლოდ ეს არაა. როგორც კვარაცხელია აცხადებს მოგვიანებით ხელისუფლება უფრო შორს წავიდა და რაკი მუქარებით და ბიზნესის გაჩერებით ვერ გატეხეს შემდეგ ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.

კვარაცხელია ამბობს რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში გააჩერეს და ჩასვეს აგრეთვე სამოქალაქო მანქანაში, რაღაც საქამესთან დაკაშირებული მოტივით. შემდეგ წაიყვანეს ქალაქ გარეთ სადაც ცემეს იმის გამო რომ არ ითანამშრომლა პროკურატურასთან. კვარაცხელია მოგვიანებით ზუგდიდის სავადმყოფოშიც კი მოხვდა ცემისგან მიღებული დაზიანებების გამო, სადაც პოლიცია მივიდა ექიმების შეტყობინების საფუძველზე და გამოძიებაც დაიწყო რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თაიმერი დაუკავშირდა პოლიციის შესაბამის განყოფილებას სადაც გამოძიება მიმდინარეობს თუმცა იქ არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს იმ მოტივით რომ გამოძიების მიზნებიდან გამომიდინარე მიზანშეწონილი არ იყო კომენტარის გაკეთება ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
ლეიბორისტული პარტია აცხადებს რომ ეს არის პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის მძიმე ფაქტი რომელიც ხორციელდება მათ წინააღმდეგ. თუმცა მათი განცხადებით ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა იმ ბიზნესმენებს ავიწროვებენ რომელიც მათ აფინანსებს. ყოველ ჯერზე ხელისუფლება ზეწოლას ისე ანხორციელებს რომ ოფიციალურად სხვა სარჩული უდევს და საქმის მსველობაც ისე მიდის რომ ფორმალურ დონეზე სულ სხვა ელფერი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დევნა ოპოზიციური პარტიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. თუ საზოგადოება არ გაერთიანდა და არ გამოვიდა ამ უკანონობის წინააღმდეგ მალე ერთპარტიულ დიქტატურას მივიღებთ – აცხადებს ლეიბორისტული პარტია.

banner
წინა სტატიაშიგორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა