გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. რადიო “მოზაიკა” წერს, რომ დაწესებულებიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი რეორგანიზაციის მიზეზით გაუშვეს.

სამმა მათგანმა დახმარებისთვის “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ თანამშრომლებს ბრძანება დღემდე არ ჩაბარებიათ.

“სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა თანამშრომლებმა მოგვმართა”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

იურისტის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე სასამრთლოში გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაში“რაც მეტად გადაიხევთ თავზე კანონს, მით მეტად გაგაუთოვებენ”
შემდეგი სტატიასასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლა