გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო მათ პრობლემები ექმნებათ. როგორც ამბობენ საძოვრების დიდი ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა ხვდება.ადგილობრივები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვარმა კიდევ უფრო გადმოიწიოს და საფლავებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდეს.

გზის სამშენებლო სამუშაოები იქ გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. ადგილზე რუს სამხედროებთან ერთად მობილიზებული იყო შესაბამისი მძიმე ტექნიკაც.

გზის გასაყვანად ოკუპანტებმა მოსახლეობის ხეხილის ბაღები გაჩეხეს. სამუშაოებს აკვირდებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებიც, რომლებიც მონიტორინგის შედეგებს ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე გაასაჯაროებენ.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს და კოლეგას მიმართავს.
შემდეგი სტატიაპოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა სმოლენსკის ავიაკატასტროფას ტერორისტული აქტი უწოდა