პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა სმოლენსკის ავიაკატასტროფას ტერორისტული აქტი უწოდა

a16216პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა სმოლენსკის ავიაკატასტროფას ტერორისტული აქტი უწოდა. 2010 წლის აპრილში სმოლენსკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა თანამდებობის პირები დაიღუპნენ. როგორც მაცარევიჩმა აღნიშნა, თვითმფრინავის ჩამოგდება მიზნად ისახავდა იმ ადამიანების მკვლელობას, რომლებსაც პოლონეთი დამოუკიდებლობისკენ მიყავდათ. სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას ილაპარაკა.

რამდენიმე კვირის წინ პოლონეთის ახლმა მთავრობამ სმლენსკის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო. თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან განიცადა კატასტროფა. პოლონეთის დელეგაცია კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დასაწრებად მიემგზავრებოდა.

თვითმფრინავში მყოფი 96 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის შსს-ის ავიაკატასტროფების გამოძიების სახელმწიფო ავიაციის კომისიამ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზად ეკიპაჟის შეცდომა დაასახელა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ყველა სისტემა კატასტროფამდე ნორმალურად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება