გორის რაიონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა, კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.

30 წლის ზურაბ ბიბილაშვილის გატაცებას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ის რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

ზურაბ ბიბილაშვილი მამასთან ერთად იყო წასული. საღამოს მამა ნახირთან ერთად დაბრუნდა, თუმცა ზურაბ ბიბილაშვილი არსად გამოჩენილა.

ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი ვარაუდობენ, რომ ზურაბ ბიბილაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობა” “ბურჯანაძე – დემოკრატებად” გადაიქცა