სუიციდის ფაქტი ზუგდიდში

სუიციდის ფაქტი ზუგდიდში

ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ თვითმკვლელობა მოხდა. ქალაქის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ჯერჯერობით უცნობია თვითმკვლელობის მოტივი. დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

banner
წინა სტატიაშიგოგონა, რომელსაც შეცდომით ჩაერიცხა 5 მილიონამდე დოლარი, დააკავეს
შემდეგი სტატიაგორის რაიონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს