Google-ს ახალი სერვისი: როგორ იცვლებოდა დედამიწა (ვიდეო)

კომპანია Google-მა მოხმარებაში ახალი სერვისი ჩაუშვა სახელწოდებით Timelapse, რომელიც 5 მილიონზე მეტი სატელიტური ფოტოს მეშვეობით, გვაძლევს საშუალებას შევხედოთ დედამიწის ცვლილებას 1984 წლიდან დღემდე.
სერვისის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ Timelapse-ს მეშვეობით, მომხმარებელს დამოუკიდებლად შეუძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილზე, ცვლილებები წლების მიხედვით სურვილისამებრ გადაახვიოს. ამ სერვისის ანალოგიური პირველი მოდელი – Google Earth, Google-მა 2013 წელს ჩაუშვა, თუმცა Timelapse დეტალების უფრო მაღალი დამუშავებით, ფართო გეოგრაფიული მოცემულობითა და დროის გადახვევის გაძლიერებული შესაძლებლობებით გამოირჩევა.

https://www.youtube.com/watch?v=JDUOQjNZEp4&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში,,რუსეთის გამო სირიის საკითხზე მოლაპარაკებამ მარცხი განიცადა,,
შემდეგი სტატია(ფოტო) ალექსანდრე ჯეჯელავა თონეში პურს აცხობს