გომელაური გარეჯში თავდასხმაზე – გამოძიებას შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გარეჯში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ყველანაირი ძალადობა დაგმო, თუმცა გამოძიების მუხლის კვალიფიკაციის შეცვალსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის კვალიფიკაციაა.

გომელაურის თქმით, შეიძლება გამოძიებას 5 მუხლი დაემატოს, ან არაფერი.

“პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის.

მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – პარლამენტში შესული ოპოზიცია ნიკა მელიას დაუნდობლად აჭერს წიხლს