დავით ჭიჭინაძე – პარლამენტში შესული ოპოზიცია ნიკა მელიას დაუნდობლად აჭერს წიხლს

ხომ შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს და ახლა დასცინიან კიდეც, მაგრამ ჯერ სად არიან. ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არც ერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა, თუ რა თქმა უნდა გარიგებაში არ შევიდნენ მასთან, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნიკა მელიას ხარჯზე სურს საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა.

„შესაბამისად, გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს, კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა. მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები, მაგალითად ვაშაძე, ვინც „ნაციონალებთანაც“ კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა, ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის, საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური გარეჯში თავდასხმაზე – გამოძიებას შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა