გომელაური – ესებუას ძმის დაკავებაზე გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

„ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

„ვმუშაობთ. დავაკავეთ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე 29 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალებაზე – პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს საკმაოდ მძიმე იყო
შემდეგი სტატიაბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა