ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

“მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ზურაბი”. – წერია საპატრიარქოს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგომელაური – ესებუას ძმის დაკავებაზე გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ
შემდეგი სტატიაჰანს კლუგე – ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ვერ მოვიგებთ